აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეოგაკვეთილი დაამზადა. ვიდეორგოლში კარგადაა გადმოცემული ყველა ის აუცილებელი, მარტივი საკომუნიკაციო ტერმინები და ფრაზები, რაც მასპინძელს ტურისტის მისაღებად, გასამასპინძლებლად, მისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შესათავაზებლად სჭირდება.
ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეორგოლი უკვე გადაეცა კურორტ გოდერძისა და სოფელ სახალვაშოში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს, რომლებმაც მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი სემინარ-კურსი გაიარეს.