ფასების ცვლილება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

3 მაისიდან საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი 10%-15%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.
ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“.
კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.
ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს.“

ძირითადი ცვლილებები ბილეთების ფასზე:

„მარტვილის კანიონი“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან – 10.35 ლარამდე გაიზარდა. უცხოელებისთვის – 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.
„პრომეთეს მღვიმე“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან -11.50 ლარამდე გაიზარდა, უცხოელებისთვის – 20-დან 23 ლარამდე.
„სათაფლია“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან- 8 ლარამდე გაიზარდა, უცხოელებისთვის- 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.
„ოკაცეს კანიონი“ – ფასი ადგილობრივებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე კი 15-დან 17.25 ლარამდე.

დეტალურად იხ. დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ფასები

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.