ღამე მუზეუმში - ვარძია

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსდა აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა "ზრდა"-სორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექრურულ მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს - "ღამე მუზეუმში'' მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღნიშნავს. აქციის ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს სრულიად უფასოდ უმასპინლებს.
მუზეუმ ნაკრძალის ახლადამოქმედებულ ვიზიტორთა ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ატრაქცია. აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) "ზრდა" პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფით შეძენილი VR საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. წარმოსახვითი ტურის მულტიმედიური აპარატურა, რომელიც შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიომასშტაბითუპრეცედენტოა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული და სამომავლოდ ის რეგიონში რეგისტრირებულ 1200 მდე შშმ პირს მოემსახურება. ახლადამოქმედებული VR სტენდების პრეზენტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ადგილობრივი მოქალაქე VR პროგრამული მხარდაჭერის მქონე მობილური აპარატურით დასაჩუქრდება.
"ღამე მუზეუმში'' პროგრამის ფარგლებში ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ვიზიტორთა ცენტრის სამუზეუმო სივრცე, სადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში მოძიებული ქვის ორნამენტული ფრაგმენტები და საქართველოს კლდის ძეგლების თემაზე მომზადებული ფოტო ექსპოზიცია გამოიფინება, დამთვარიელებლებს პირველად უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიების ფორმატში სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან ერთად, მოწვეულ სტუმრებსა და ვიზიტორებს „ვარძიის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებშისახელმწიფოს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და კომპანია „მონოლითი ჯგუფის“ მიერ მხარდაჭერით განხორციელებული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ქმედებების შინაარსსა და მიმდინარეობას გააცნობს. „ღამე მუზეუმში“ აქციაზე დამსწრე საზოგადოება ახალი ვიზიტორთა ცენტრის, ახლადმოწყობილი ტერასებისა და ავტოსაპარკინგე მეურნეობის სახით, არქიტექტურული კომპლექსის ახალ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც იხილავს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვიტარების ფონდის მიერ დაფინანსდა.
ადგილობრივი ჯიშის ვაზით საზეიმოდ განაშენიანდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ახლადაშენებული მესხური ტერასები, სადაც ხელისუფლების წევრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად სახელობით ნერგებს დარგავენ.
საღამოს 18 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითმოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.
„ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.
* საერთაშორისო აქციას „ღამემუზეუმში“ - 2005 წელსევროსაბჭოსმიერჩაეყარასაფუძველიდამასშემდეგრეგულარულადტარდებაგაერთიანების წევრქვეყნებში. მოგვიანებით, პროგრამამფართომასშტაბიმიიღოდამსოფლიოსმრავალქვეყანაშიგავრცელდა. საქართველოში ტრადიციულ ღონისძიებად „ღამემუზეუმში“ საქართველოსკულტურისადაძეგლთადაცვისსამინისტროსინიციატივით2015 წელსდამკვიდრდა.
ღონისძიების მხარდამჭერები : USAID ის პროგრამა "ზრდა"; საქართველკოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; კომპანია "vrex", ნათენაძის ღვინის მარანი, ადგილობრივი ღვინის კომპანიები, ტრადიციული რეწვის ასოციაცია.

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.