AIR FRANCE საქართველოში ფრენებს 2019 წლის 31 მარტიდან დაიწყებს

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR FRANCE საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე შემოვა. ფრენები 31 მარტიდან დაიწყება.

„2-წლიანი მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფრანგულ კომპანიას, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და TAV Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და კვირას ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

წყარი - 1tv.ge 

 

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.