30 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ტარდება სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა - 2018“. აღნიშნული ღონისძიება დაფუძნდა გასულ წელს, რომელიც მიეძღვნა გერმანელი კოლონისტი მიგრანტების ჩამოსახლებას და მათ მიერ იმჟამინდელი ეკატერინენფელდის (ახლანდელი ბოლნისი) დაარსებიდან 200 წლისთავის საიუბილეო თარიღს.
ღონისძიებაში მონაწილეობს კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის დაწესებულებები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის გამოფენებს, კონცერტებს, ჩვენებებს და სხვა აქტივობებს. „ბოლნისქალაქობა - 2018“ -ს დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ქვეყნის ცნობადი სახეები.

- გადასვლები: 206