6 ოქტომბერს ჰარდ როკ კაფეში გაიმართება ლეგენდარული ბლუზ გიტარისტის კრის კეინის კონცერტი.
კრის კეინი თბილისს „ბლუზფესტ-ის“ ორგანიზებით ეწვევა და მისი პირველი კონცერტი იქნება პოსტ საბჭოთა სივრცეში.
კრის კეინის შემოქმედება ჯადოსნური ჟღერადობით გამოირჩევა. მუსიკოს ხშირად ადარებენ ბიბი კინგს, თუმცა კეინმა ბლუზის სამყაროში თავის დამკვიდრება ინდივიდუალური სტილით შეძლო.

- გადასვლები: 218