ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციები

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

3-5 მაისს გამოფენების ცენტრში ექსპოჯორჯია გაიმართება GTF 19 – Georgian Tourism Fair, ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა, ტურიზმის კონფერენცია და ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი.
ორგანიზატორი: გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია
მხარდამჭერები: სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ.თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია, ჰორეკას ასოციაცია, გიდების ასოციაცია და ონლაინ ჟურნალი Marketer.ge.
გამოფენისა და ფესტივალის მონაწილეები:
საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, ტურ-ოპერატორები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურისტული აღჭურვილობა, სათავგადასავლო და ეკო ტურები, ავიაბილეთები, სატრანსპორტო კომპანიები, საქმიანი ტურიზმი, დაზღვევა, საკონსულტაციო მომსახურება და განათლება.
აღნიშნული გამოფენის ფარგლებში გაიმართება სამდღიანი კონფერენცია - შეხვედრები და დისკუსიები კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის.
4-5 მაისს გამართება შეხვედრები ტურიზმის მარკეტინგზე, მართვისა და ოპერირების სახვადასხვა საკითხებზე. დამსწრე აუდიტორიას ეძლევა უნიკალური საშუალება, მოისმინოს მოსაზრებები და რჩევები მათი ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულებების გასაუმჯობესებლად. გაჟღერდება ეფექტური და უფრო ნაყოფიერი ხერხები ტურიზმის სექტორის უფრო გამართულად ოპერირებისათვის, განხილული იქნება თანამედროვე ტურისტის ფსიქოლოგია და მათი ქცევის წესები.

ღონისძიებაზე სპიკერებად მოწვეულნი არიან:
• სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი
• ICCA (International Congress and Convention Association) - ის რეგიონული დირექტორი (ევროპა) - ელიფ ბალჯი ფისუნოღლუ
• Enited Business Events - უფროსი კონსულტანტი - ჰენრიკ ფონ არნოლდი
• საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი - იორდი კაუტი
• საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი - გიორგი ჩოგოვაძე
• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ანდრია ბასილაია

ღონისძიებების პროგრამა:

3 მაისი| საქართველოს ბიზნეს ტურიზმის პოტენციალი

12:00-14:00
MICE ტურიზმი საქართველოში - სწრაფი განვითარება

მომხსენებლები:
მარიამ ქვრივიშვილი | საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი:
ჰენრიკ ფონ არნოლდი | Enited Business Events-ის მთავარი მრჩეველი
მოდერატორი:
ელიფ ბალჯი ფისუნოღლუ | ICCA-ს რეგიონალური დირექტრი (ევროპა)
პანელისტები:
მარიამ ქვრივიშვილი | საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი:
ჰენრიკ ფონ არნოლდი | Enited Business Events-ის მთავარი მრჩეველი
იორდი კუიჯტ | საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი
გიორგი ჩოგოვაძე | საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური
დირექტორი
ანდრია ბასილაია | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი

4 მაისი | ტურიზმის მარკეტინგი | marketer.ge-ს მხარდაჭერით
12:00-12:30
როგორ შევქმნათ განსხვავებული ტურისტული პროდუქტი
მომხსენებელი: თორნიკე გურული | ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

12:35-13:05
ციფრული მარკეტინგი ჰორეკა სექტორში
მომხსენებელი: ანუნა ბუკია | კოპეშია-სოციალური, სტრატეგიული და ციფრული
კომუნიკაციის კომუნა, დამფუძნებელი

13:10-13:40
VR მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში
მომხსენებელი: ნიკა როსტომაშვილი | VRex ის მმართველი პარტნიორი

13:45-14:15
პანელური დისკუსია თემაზე: თანამედროვე ტურისტის ფსიქოლოგია
პანელისტები:
მაია სიდამონიძე | Entreprenuar and International Tourism and Hospitality Consultant
 დიმა ჩიკვაიძე | შპს გლობალ თრეველი-გაყიდვების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი

5 მაისი | Hospitality სექტორის აქტუალური თემები
11:00-11:45
Booking.com გაყიდვების ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური
საშუალება

მომხსენებელი:
12:00-12:45
როგორ შევქმნათ საოჯახო სასტუმროსგან ბრენდი
მომხსენებელი: გია პირადაშვილი – | შატო მერე, როიალ ბატონი | მფლობელი,
დამფუძნებელი

13:00-13:45
შექმენი ისტორია შენი ტურისტული მიმართულებისთვის
მოხსენებით დაგეხმარებით აღმოაჩინოთ ისტორია თქვენი სასტუმროს/რესტორნის/ტურისტული მიმართულების შესახებ, იმისთვის რომ გამორჩეულად შეფუთოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი
მომხსენებელი: ქეთევან მიქაშავიძე – | T3 Hospitality Management | ბიზნეს
განვითარების მენეჯერი

14:00-14:45
სასტუმროებისა და რესტორნების პროგრამული უზრუნველყოფა და მათი საჭიროება
რომელი მოდულები უნდა გავითვალისწინოთ პროგრამის შექმნის დროს, როგორ ვიმუშაოთ ცნობილი პროგრამების, OPERA-ს და FIDELIO-ს გარეშე.
მომხსენებელი: ფრენკ მუცონე | T3 Hospitality Management | საოპერაციო
მიმართულების რეგიონალური დირექტორი

15:00-15:45
სასტუმროებისა და რესტორნების კლასიფიკაცია
ვარსკვლავების მინიჭება
მომხსენებელი: ქეთევან მელაძე – | ჰორეკას ასოციაცია, გიდების ასოციაცია |
დამფუძნებელი 

პროგრამის გადმოწერა

 

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.