საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება

რეიტინგი: 4 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება.

"Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს, საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტული ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები: https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g

 

წყარო - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია -  gnta.ge

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
©2018 Geo Tourism. All Rights Reserved.

Search