"ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეს ზრდის

რეიტინგი: 4 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენის სიხშირის მომატება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის, თბილისი-ვენა-თბილისის, თბილისი-ბოლონია-თბილისის, თბილისი-ბარსელონა-თბილისის, თბილისი-ბრიუსელი-თბილისისა და თბილისი-პრაღა-თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ.

რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში ორი სიხშირით ოპერირებდა.

ამასთან, ავიაკომპანია Georgian Airways განაახლებს რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, პარასკევობით შეასრულებს.

ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.