გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

13 ოქტობერს გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს მეორედ იმართება და წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ზე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:
დააგემოვნოთ საუკეთესო როგორც კახური, ასევე საქართველოს სხვა კუთხეების ღვინოები და შეიძინოთ ისინი ხელმისაწვდომ ფასად;
მონაწილეობა მიიღოთ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში;
დაათვალიეროთ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები;
დატკბეთ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერით, სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერებით, იხილოთ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები და მოუსმინოთ სპეციალურად ფესტივალისთვის მოწვეულ ცნობილ მუსიკალურ ბენდს;
მონაწილეობა მიიღოთ სახალისო შეჯიბრებებსა და გათამაშებაში და მოიგოთ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიერ დაწესებული საჩუქრები;
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, გახდეთ დაჯიდლოების თანამონაწილეები;
🍷მონაწილეობა მიიღოთ ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში;

დღის ბოლოს, 19:00 საათზე თქვენ გელოდებათ ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ჩვენება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
©2018 Geo Tourism. All Rights Reserved.