ყვარელში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი - შპს „ყვარელი პალასი“ შეემატა.
ქალაქ ყვარელში, ჩალის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 ნომრიანი სასტუმრო აშენდება რომელიც 2019 წლის მარტიდან გაიხსნება. სასტუმროში და მის ტერიტორიაზე იქნება სხვადასხვა სარელაქსაციო და გასართობი სივრცეები, კერძოდ: ტბის გარშემო არსებული სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო კომპლექსი, სპა, მასაჟის კაბინეტი, საუნა, თურქული აბანო, წყლის თხილამური,ველოტრასა და დაგეგმილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საკონფერენციო დარბაზის გახსნა.
კომპანიის შპს „ყვარელი პალასი“ მიზანია კახეთის რეგიონის, ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისათვის. სასტუმროს მენეჯმენტი ორიენტირებულია ჰყავდეს როგორც კმაყოფილი მომხმარებელი, ასევე ლოიალური და მოტივირებული თანამშრომლები. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 8 500 000 ლარს შეადგენს და პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება.
2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 418 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 15,900-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
წყარო - Enterprise Georgia / აწარმოე საქართველოში

 

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
©2018 Geo Tourism. All Rights Reserved.