გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.

„ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ. გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7 793 854 ლარი შეადგინა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
©2018 Geo Tourism. All Rights Reserved.