საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში (2017-2018), რომელიც ყოველწლიურად დგინდება და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან განმსაზღვრელს საქმიანი ტურიზმის სფეროში, საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 16 პუნქტით დაწინაურდა და დაიკავა პირველი ადგილი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, კერძოდ, ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორებიცაა: ყაზახეთი, უკრაინა, ყატარი და მონაკო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შექმნა საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, რომლის მიზანია საქართველოში სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიბების მოზიდვა და ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბოლო წლებში ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის ორი – გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება იყო, ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია და ევრაზიის მთის კურორტების განვითარების კონფერენცია. დღეს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 44 წევრი ორგანიზახცია ჰყავს, რომლებიც საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს და ტურისტულ კომპანების აერთიანებს.

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

©2018 Geo Tourism. All Rights Reserved.

Search