იუნესკო-ქართული ჭიდაობა

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

იუნესკომ ქართული ჭიდაობა აღიარა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად

იუნესკომ ქართული ჭიდაობა შეიტანა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს მიიღეს მავრიკიის ქალაქ პორტლუისში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შემდეგ, საქართველომ იუნესკოს მიმართა, ქართული ჭიდაობა შეეტანა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. იუნესკოს ამავე ნუსხაშია ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა.

წყარო - რადიო თავისუფლება - https://www.radiotavisupleba.ge 

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.