ახალი სასტუმრო ვილა ტიფლისი

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

გაცნობებთ, რომ ისანში, შორაპნის №32 - ში გაიხსნა ახალი სასტუმრო ვილა ტიფლისი.
სასტუმრო არის 3 სართულიანი - 6 ნომრით ( სამი სამ-ადგილიანი და სამი ორ-ადგილიანი), აქვს ეზო წინა და უკანა ბაღები, ფანჩატური, საქანელა, ბილიარდი და კალათბურთის ფარი.
სასტუმროს ღირებულებაში შედის საუზმე. ობიექტი აღჭურვილია სათვალთვალო კამერით, როგორც ეზოში და გარე პერიმეტრზე, ასევე ჰოლში . თითოეულ ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილები. ნომერში საფასურში ასევე შედის : ტელევიზორი, კონდიციონერი, მინიბარი, სეიფი, ჩაიდანი, ყავა, ჩაი. ასევე ჩაი და ყავა 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ჰოლში უფასოდ. ადმინისტრაციის გვერძე არის ბარი, სადაც შესაძლებელია ყველა ტიპის ალკოჰოლისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა, მათ შორის სასტუმროს სახელზე დამზადებული საოჯახო ღვინის დაგემოვნება. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს უფასო Wi-Fi - მთელს ტერიტორიაზე. თავისუფალი პარკინგი შესაძლებელია სასტუმროს წინ.

ზაფხულისთვის უკანა ბაღში განთავსდება ჰამაკები და საბავშვო აუზი. ასევე სტუმრებზე გაქირავდება ველოსიპედები. ზამთარში დაგეგმილია 1 დღიანი ტურები გუდაურის სათხილამურო კურორტის მიმართულებით. სასტუმროს გთავაზობთ ტრასფერის სერვისს აეროპორტიდან და აეროპორტის მიმართულებით. ობიექტს შეუძლია უმასპინძლოს ჯგუფებს.

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.