საქართველოში მასპინძლობისა და ტურიზმის მსოფლიო ფორუმი გაიმართება.

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

საქართველოში პირველად მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება.
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება. ღონისძიება თბილისში 23-26 ოქტომბერს ჩატარდება.
ღონისძიების დეტალებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კომპანია კავკაზუს თრეველის დამფუძნებელი საბა კიკნაძე.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.
ფორუმის მთავარი სპიკერი Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვალავი და მწერალი რიჩარდ ბანგსია.
სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ასობით მილიონი პორტფოლიოს მქონე ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები.

ღონისძიება ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება:

1. სიმპოზიუმი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გამოცდილებას. მოეწყობა სადისკუსიო პანელები, მასტერკლასები და ა.შ

2. სტარტაპების შეჯიბრი. მონაწილეობას მიიღებს წინასწარ გადარჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და თითქმის ყველა კონტინენტიდან.

3. სხვადასხვა ქვეყნის და ადგილზე წარმოდგენილი „ენჯელ ინვესტორების“, „ვენტურ კაპიტალისტების“ და სხვა ინვესტორების შეხვედრა, მრგვალი მაგიდა და ამ სფეროში გამოცდილების გაზიარება.

4. ინვესტორთა და სტარტაპთა „მეტჩაპი“ და B2B შეხვედრები.

ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.
პროექტს შეუძლია საქართველოს მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი შესძინოს, როგორც ტურიზმის სფეროში სტარტაპების მნიშვნელობის დამფასებელი, ინოვაციებზე ორიენტირებული ქვეყანა.

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
©2018 Geo Tourism. All Rights Reserved.

Search