Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ცერემონია გაიმართა 17 დეკემბერს, Rustaveli Theatre-ში. გამარჯვებულები 23 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინდა:

1. კონცეფტუალური სასტუმრო- Quadrum Ski and Yoga Resort;
2. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი - Crowne Plaza Borjomi;
3. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო- Borjomi Likani;
4. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო - Sheraton Batumi Hotel;
5. THE BEST VALUE - დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო - Hostel Pushkin 10;
6. THE BEST VALUE - სტანდარტული ტიპის სასტუმრო - Ramada Encore Tbilisi
7. THE BEST VALUE - პრემიუმ სასტუმრო - Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi
8. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება - Tbilisi Open Air / AlterVision
9. საუკეთესო MICE ტურიზმი - Calypso Travel & Event;
10. საუკეთესო ღვინის ტურიზმი- Château Mukhrani • შატო მუხრანი;
11. საუკეთესო E-ტურიზმი - Travel Guide • თრეველ გაიდი;
12. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი - ეთნო-წისქვილი • Ethno-Tsiskvili;
13. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში - Tbilisi Marriott Hotel;
14. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი - ბარბარესთან • Barbarestan;
15. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი - Caucasus Travel;
16. საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი - Nazy's Guest House
17. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი - AltiHut;
18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით – wehost • ვიჰოსთ;
19. #მევქმნი - ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი;
20. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში - Tika Dugashvili ;
21. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო - ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - #გიორგითავაძე, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტი;
22. საპარტნიორო ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ტურისტული სტარტაპი –#WEHOST;
23. საუკეთსო მცირე მეღვინეობა – 'ბაიას ღვინო /Baia's Wine

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა 800-მდე სტუმარი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - #გიორგიქობულია; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი - #გიორგიჩოგოვაძე, თბილისის მერიის მოადგილე- #ილიაელოშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი - #გიორგიდანელია, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - გიორგი ქობულიამ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - დაწესებული სპეციალური ჯილდო გადასცა - გიორგი თავაძეს, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტს.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი Maryna Chayka ასევე, მიესალმა სტუმრებს და აღნიშნა, პროექტის უდიდესი როლი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.

💥 “Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები და სხვა...

💥 პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე.

💥 ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

💥 მეოთხე წელია პროექტის თანაორგანიზატორია - GNTA თანაორგანიზატორი: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia; ოფიციალური მხარდამჭერები - თბილისის მერია
და საპარტნიორო ფონდი; გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი.

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.