Wizz Air-ი 6 ახალ მიმართულებას ამატებს

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

✈ 6 ახალი ავიამიმართულება 1 აგვისტოდან! ✈

✈ ავიაკომპანია Wizz Air - ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდით დაიწყებს ოპერირებას.

 იაფი ბილეთები უკვე გაყიდვაშია, მათი ფასი სულ რაღაც 59.99 ლარიდან / 19.99 ევროდან იწყება.

 

ახალი მიმართულება

სიხშირე

დაწყების თარიღი

მინიმალური ფასი

ეინდჰოვენი

სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი

1 აგვისტო 2019

56.99  GEL

ბარი

ხუთშაბათი, კვირა

1 აგვისტო 2019

56.99  GEL

კოპენჰაგენი

ორშაბათი, პარასკევი

2 აგვისტო 2019

56.99  GEL

ბაზელი-მიულჰაუს-ფრაიბურგი

ორშაბათი, პარასკევი

2 აგვისტო 2019

56.99  GEL

ტალინი

ოთხშაბათი, კვირა

4 აგვისტო 2019

56.99  GEL

ბრიუსელი - შარლრუა

ოთხშაბათი, კვირა

4 აგვისტო 2019

56.99  GEL

„მოხარულები ვართ, რომ Wizz Air იწყებს ახალ რეისებს ქუთაისიდან ევროპული ქალაქების მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი მომხმარებლებისთვის მოგზაურობის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ჩვენს მგზავრებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ აღნიშნული პოპულარული ევროპული მიმართულებები და ჩვენი კომფორტული ფრენის განრიგითა თუ დაბალი ფასებით ისარგებლონ. ჩვენ ვაანონსებთ კიდევ დამატებით მიმართულებებსა და ინვესტიციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2019 წლის აგვისტოდან ვამატებთ ეარბას A320 ტიპის კიდევ ერთ ავიახომალდს და 6 ახალ მიმართულებას ჰოლანდიის, საფრანგეთის, ესტონეთის, იტალიისა და ბელგიის მიმართულებით. საავიაციო ბაზრის განვითარება ხელს უწყობს ტურიზმის წინსვლას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამჟამად ჩვენს მომხმარებლებს ქუთაისიდან ვთავაზობთ 27 მიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით. მოგზაურებს მოგიწოდებთ, რომ Wizz Air-ის დაბალი ფასებითა და შესანიშნავი საბორტო მომსახურებით სარგებლობის პარალელურად, აღმოაჩინოთ ეს შესანიშნავი ევროპული მიმართულებები“ - აღნიშნა იოჰან ეიდჰაგენმა, Wizz Air-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ✈  https://wizzair.com/ka-ge#/

 

ჯეო ტურიზმი შესახებ

ტურისტული ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წელს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომსახურეობის დონის ამაღლება და ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება. 

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.