ელ. ბიბლიოთეკა ტურიზმის ინდუსტრიაში

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" გთავაზობთ  ელ. წიგნების, ელ. რუკებს, ბროშურების, პრეზენტაციების და ნაშრომების ფართო არჩევანს.  უმეტესი მათგანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ.    ნაწილი წიგნების ხელმისაწვდომია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის. 

შემომყვანი ტურიზმის სახელმძღვანელო

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრა-ფად მზარდ სექტორს. მისი მნიშვნელობა დიდია საქართველოშიც, სადაც იგი განვითარების აქტიურ ეტაპზე იმყოფება და აქვს პოტენციალი კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შემოსავლების, დასაქმების და ინვესტიციების ზრდაში. სახელმძღვანელო „შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ მიზნად ისახავს დაეხმაროს ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ პირებს თუ ორგანიზაციებს შემომყვანი ტურიზმის განვითარებაში. იგი მოიცავს ბიზნესის დაგეგმვის ეტაპებს, ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებს, მიზნობრივი ბაზრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რჩევებს და რეკომენდაციებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ნაშრომი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ასოციაციებს და კერძო სექტორს შორის, რაც ტურიზმის სექტორის განვითარების უალტერნატივო
გზაა.
სახელმძღვანელო წარმოადგენს პირველ გამოცემას და ყოველწლიურად განახლდება. აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი კონტრიბუცია რჩევებისა და რეკომენდაციების სახით, ნაშრომის კიდევ უფრო მომხმარებელზე მოსარგებად და ეფექტიანობის გასაზრდელად.

ელ. წიგნის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ან ორგანიზაციის წევრებისთვის

ავტორიზაცია | რეგისტრაცია (free) | გაწევრიანება

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.