შეთანხმებები და პირობები

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

1. ორგანიზაციის „ჯეო ტურიზმის“ ვალდებულები.
  1.1 გადასცეს ყველა დოკუმენტის ფორმა-შაბლონი წევრებს, შესაბამისი წევრობის უფლებების მიხედვით. იხ. წევრები და უფლებები.↓
  1.2 გაუწიოს მომსახურეობა წევრებს შესაბამისი წევრობის უფლებების მიხედვით. იხ. წევრები და უფლებები.↓
  1.3 გაუწიოს წევრებს საკონსულტაციო მომსახურეობა.
  1.4 წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროგრამებზე და პროექტებზე.
  1.5 განაახლოს მონაცემთა ბაზები
  1.6 დროულად აღმოფხვრას ხარვეზები საიტზე.

2. ორგანიზაციის წევრის ვალდებულებები
  2.1 საიტზე არსებული დოკუმენტების ნიმუშები, ელ. წიგნები, სახელმძღვანელოები, რომელიც შეგეძლებათ გადმოწეროთ, გავრცელება ინტერნეტით, ან   მესამე პირისთვის გადაცემა აკრძალულია.
  2.2 გადაიხადოს საწევრო გადასახადი
  2.3 არ გადასცეს ვებ–გვერდის პირადი ანგარიში სხვა მომხმარებელს;
 2.4 დაიცვას ხელშეკრულების პირობები. ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.წევრი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული   პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
  2.5 წევრი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, პირმა ის უნდა შეცვალოს.

3. საწევრო გადასახადი
  3.1 საწევრო გადასახადი შეადგენს წევრობის მიხედვით განსაზღვრულ თანხას : სტუდენტი - 80 ლარი, ტუროპერატორი - 480 ლარი, განთავსების ობიექტი -    380 ლარი, კვების ობიექტი - 280 ლარი, ტრანსპორტი - 180 ლარი, გიდი - 180ლ.
  3.2 საწევროს გადასახადი ყოველწლიურია და მოქმედებს გადახდიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. შეთანხმებები და პირობები
  4.1 საერთო პირობები ყველა წევრისთვის
    4.1.1 გაეცნოს ტურისტულ სტატისტიკას, კვლევებს და ბაზრის ანალიზებს.
    4.1.2 გამოქვეყნონ სიახლეები გამოქვეყნება ჯეო ტურიზმის ვებსაიტზე და fecobook გვერდზე.
    4.1.3 მიიღოს ფასდაკლებები ტურისტულ სერვისებზე და პროდუქციაზე პარტნიორ კომპანიებში.
    4.1.4 ისარგებლოს ფასდაკლებებით და აქციებით, რომელსაც სთავაზობს ორგანიზაცია (ჯეო ტურიზმი) შესაბამისი წევრობის უფლებით.
    4.1.5 განათავსონ უფასო რეკლამა ჯეო ტურიზმის (www.geotourism.ge) და მის წევრ პარტნიორების ვებ გვერდებზე (sad.ge, geobooking.ge … ).
    4.1.6 გააკეთონ უფასო რეკლამა ჯეო ტურიზმის გამოცემულ კატალოგებში და ბროშურებში.

4.2 წევრობის ფორმა - სტუდენტი
  4.2.1 ფასიანი სახელმძღვანელოები
  4.2.2 გაეცნოს ტურისტულ სტატისტიკა და კვლევები
  4.2.3 მიიღოს ინფორმაცია ვაკანსიების და პრაქტიკების შესახებ,

4.3 წევრობის ფორმა - ტუროპერატორი
  4.3.1 უფლება აქვთ ისრგებლონ ან გადმოწერონ მონაცემთა ბაზები (სასტუმრო, კვების ობიექტები, გიდები, ტრანსპორტი და სხვ.)
 4.3.2 გადმოწეროს დოკუმენტაციის ნიმუშები ტუროპერატორებისთვის: ხელშეკრულების ფორმები (სასტუმრო, კვების ობიექტი, გიდი, ტრანსპორტი,   შრომითი ხელშეკრულებები), ტურის თვითღირებულების კალკურატორი.
  4.3.3 სახელმძღვანელოები და რეკომენდაციები ტურისტული კომპანიის პერსონალს.
  4.3.4 გაწერილი სტანდარტული შემომყვანი ტურიზმისთვის საქართველოს ერთ კვირიანი მარშრუტები (5 ტურ პაკეტი).
  4.3.5 სიახლეების გამოქვეყნება ჯეო ტურიზმის ვებსაიტზე და fecobook გვერდზე.

4.4 წევრობის ფორმა განთავსების ობიექტი
  4.4.1 დოკუმენტაციის ნიმუშები სასტუმროს ფუნქციონირებისთვის: ოთახების მართვის გეგმა, დაჯავშნის და დასტურის ფორმები, ხელშეკრულების ფორმები, ნომრების ფასის კალკურატორი,
  4.4.2 წვდომა მონაცემთა ბაზაზე (საქართველოს ტუროპერატორები).
  4.4.3 გადმოწეროს უფასოდ ფასიანი სახელმძღვანელოები სასტუმროს მენეჯმენტში.
  4.4.4 რეკომენდაციები სასტუმროს პერსონალს.

4.5 წევრობის ფორმა - კვების ობიექტი
 4.5.1 დოკუმენტაციის ნიმუშები კვების ობიექტისთვის: მენიუს ნიმუშები, დაჯავშნის და დასტურის ფორმები, მენიუს ფასის კალკურატორი,   ხელშეკრულების ფორმები.
  4.5.2 წვდომა მონაცემთა ბაზებზე (ტუროპერატორები, გიდები).
  4.5.3 რეკომენდაციები პერსონალისთვის.
  4.5.4 სახელმძღვანელოები რესტორნის მენეჯმენტში.

4.6 წევრობის ფორმა - ტრანსპორტი
  4.6.1 წვდომა მონაცემთა ბაზებზე (ტუროპერატორები, გიდები).
  4.6.2 დოკუმენტაციის ნიმუშები სატრანსპორტო კომპანიებისთვის: ხელშეკრულების ფორმები, ფასების კალკურატორი.
  4.6.3 რეკომენდაციები სატრანსპორტო კომპანიებს და პერსონალს.
  4.6.4 სახელმძღვანელოები სატრანსპორტო ლოჯისტიკაში.

4.7 წევრობის ფორმა - გიდი
  4.7.1 წვდომა მონაცემთა ბაზებზე (ტუროპერატორები, სასტუმროები, კვების ობიექტები)
  4.7.2 რეკომენდაციები
  4.7.3 სახელმძღვანელოები გიდის პროფესიაში, მათ შორის ჯეო ტურიზმის გამოცემული წიგნების სერია „საქართველოს გიდი“

5. მოქმედი კანონმდებლობა
     5.1 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
  5.2 ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

6. მხარეთა უფლებები
  6.1 შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ ორგანიზაციას.
  6.2 შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია და ვებ-გვედზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად მოქმედებს.
  6.3 შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, წევრებთან წერილობითი შეთანხმებით.
 6.4 სააგენტოს მხრიდან პირისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფ ორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

 

 გადმოწერა pdf დოკუმენტის სახით  


რეგისტრაცია

 

 

©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.