ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

როგორ შევქმნათ Facebook გვერდი ტურისტული კომპანიისთვის?

ბიზნესისთვის, ბრენდისთვის ან ცნობილი პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია Facebook - ზე გვერდის (Page) ქონა. Facebook გვერდი იძლევა დამატებით შესაძლებლობებს და ინსტრუმენტებს თქვენი საქმისთვის რეკლამის გასაკეთებლად, რომელიც არ აქვს ჩვეულებრივ პროფილს ან ჯგუფს.

 

შესვლა პროფილში და დაწყება
დააჭირეთ ლინკს: https://www.facebook.com/pages/creation/ - სადაც გადახვალთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, გაითვალისწინეთ თქვენ უკვე უნდა გქონდეთ შექმნილი ფეისბუქზე პროფილი.

სახელის არჩევა
მაგ: Traveler / მოგზაური

კატეგორიის არჩევა
შეარჩიეთ სასურველი კატეგორია, მაგალითად თუ თქვენ ქმნით ტურისტული კომპანიის გვერდს, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კატეგორიის სიტყვები: Travel company; Travel service, Tourist information centre. გაითვალისწინეთ მხოლოდ 3 კატეგორიის არჩევის საშულება გვაქვთ.

 

აღწერა
აღწერეთ თქვენი კომპანიის მისია, შესაძლებელი ასევე სერვისების მოკლე აღწერა, არ უნდა გადააჭარბოთ 255 ასოს.
მაგ. - ტურისტული კომპანია „მოგზაური“ დაფუძნებულია 2020 წელს. ჩვენი გუნდი მზად არის იზრუნოს თქვენი უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაურობის დაგეგმვაზე.

თუ ყველაფერის სწორად გვაქვთ გაგვაგრძელებინებს პროცესს და დამატებით ველებს გვიჩვენებს

პროფილის ფოტო
პროფილის ფოტო ბრენდისთვის უნდა იყოს მისი ლოგო, რომლიც კვადრატული ფორმის უნდა იყოს. ზომა მინიმალური 180 px / 180 px. შესაძლებელია როგორც JPG ასევე PNG ფორმატი.

ქავერის ფოტო

ქავერის ფოტო შეგვიძლია გადმოვწეროთ უფასოდ სხვადასხვა საიტებიდან მათ შორის:
https://www.pexels.com/
https://www.canva.com/
ქავერის ფოტოს ზომა უნდა იყოს - 

გილოცავთ თქვენ უკვე გაქვთ გვერდი Facebook- ზე. 

იხ. ასევე:

სასწავლო კურსი - ფეისბუქის გვერდი და მისი მართვა