ტურისტული ბლოგი

ეს ტურიზმია - ეს ძალიან საინტერესოა

მადრიდის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა - ბაზრობა „FITUR"

მადრიდის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა - ბაზრობა „FITUR"

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა - ბაზრობა „FITUR" გაიმართება, აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში, მასში დაახლოებით 10 000 კომპანია მონაწილეობს 160 ქვეყნიდან. 7 000 ჟურნალისტი ესწრება და საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

2023წელს გამოფენა 18 -22 ინავარს ჩატარდება, მიმდინარეობს კომპანიების რეგისტრაცია.

ესპანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, ამიტომაც გამოფენაში საქართველო ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მე-10 წელია მონაწილეობს.


ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

იხ. დეტალურად - https://www.ifema.es/en/fitur

მსგავსი გვერდები