ბლოგი - ინტერნეტი

გაეცანით მსოფლიოს ტექნოლოგიური მიღწევების

რატომ არის საჭირო სასტუმროს ვებსაიტი?

თანამედროვე სასტუმროს ბიზნესი წარმოუდგენელია კარგი ვებსაიტის და შესაბამისად, წარმატებული მარკეტინგისა და გაყიდვების ქონის გარეშე.
სასტუმროსთვის ვებსაიტი არის ყველაზე მთავარი მარკეტინგული საშუალება. თუ სასტუმროს არ აქვს ეფექტური ვებსაიტი, მას არ აქვს ეფექტური მარკეტინგი, რომელიც ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ვებსაიტის როლი თანამედროვე სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ დიდია და იგი ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Google რუკაზე დატანილი სასტუმროს ნიშანი საშუალებას იძლევა გადავიდეთ პირდაპირ სასტუმროს ვებ გვერდზე. მაგალითად:
Capture

 

ჩამოგითვლით რამოდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ სჭირდება სასტუმროს საკუთარი ვებსაიტი:

>  ბრენდის ცნობადობის გაზრდისათვის - ვებსაიტი არის სასტუმროს სახე ანუ იმიჯი, სავიზიტო ბარათი.
 სტუმრების და აგენტების ინფორმირება - დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ინფორმაციას სასტუმროს შესახებ და დაათვალიერონ ფოტოები.
 დაჯავშნის საშუალება - თუ სასტუმროს ვებსაიტზე აქვს დაჯავშნის ფორმა, სტუმრებს საშუალება ექნებათ მარტივად შეავსონ და მოითხოვონ სასურველი ნომერი და მომსახურება ყველა საჭირო ინფორმაციის მითითებით.
>  პირდაპირი გაყიდვები - სასტუმროსათვის პირდაპირი გაყიდვები, აგენტების (ტურისტული კომპანიები, booking.com და ა.შ.) გარეშე, დაუზოგავს იმ საკომისიოს, რომელსაც უხდის მათ.
>   გადახდის საშუალება - თუ სასტუმროს ვებსაიტი უზრუნველყოფს ონლაინ გადახდას, ეს სასტუმროსთვის, გარანტიის სახით, წინასწარ თანხის გადახდის კარგი საშუალებაა.

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.