ტურისტული ბლოგი

21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - CTF 2018

21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა3-დღიანი ღონისძიებაა, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 3, 4 და 5 მაისს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯია“-ს საგამოფენო ტერიტორიაზე.ეს ღონისძიება წარმოაჩენს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ უამრავი სახის მომსახურებასა და პროდუქტს. მუდმივად განვითარებადი კონცეფციების შესაბამისად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველთვის პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს და უკვე 2 ათწლეულია ემსახურება აღნიშნულ დარგსა და მის მონაწილეებს.
გამოფენა ყოველ წელს წარადგენს სიახლეებსა და კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს ნამდვილ კომერციულ ღირებულებებს, ასევე აღსანიშნავია, რომ მას B2B და B2C მიდგომების შერწყმით სარგებელი მოაქვს როგორც მონაწილეებისთვის, ასევე უამრავი ვიზიტორისთვისაც.
2019 წელს Caucasus Tourism Fair-ი წარმოადგენს განახლებულ კონცენფციასა და მარკეტინგულ კამპანიას. მისი მიზანია მოიზიდოს საერთაშორისო ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონიდან. ტრადიციული ღონისძიების პარალელურად, გაიმართება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი და რიგით მესამე HoReCa Expo.

დამატებითი ინფორმაცია - http://tourismexpo.ge 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.