ტურისტული ბლოგი

კულტურული ტურიზმი

დასვენებისა და ტურიზმის განათლების ასოციაცია (ATLAS) კულტურულ ტურიზმს განმარტავს, როგორც ადამიანთა მოგზაურობას კულტურული ღირშესანიშნაობების მიმართულებით (მემკვიდრეობის ძეგლები, ხელოვნებისა და კულტურული მანიფესტაციები, ხელოვნების ნიმუშები) მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ახალი ინფორმაციის და გამოცდილების მიღების და კულტურული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
თავის მხრივ კულტურული ტურიზმი მრავალ ნაირსახეობას მოიცავს. თუმცა, ყველა მათგანი დაკავშირებულია კონკრეტული ქვეყნის ან კუთხის კულტურასთან. ტურიზმის ეს სახე მათთვისაა, ვინც ინტერესდება მსოფლიოს ხალხების ხელოვნების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების და საზოგადოებრივი ყოფის უნიკალური თავისებურებებით. კულტურული ტურიზმი მოიცავს მოგზაურობას ისტორიული და დიდი ქალაქების კულტურის დაწესებულებებში, როგორებიცაა მუზეუმები და თეატრები. ის ასევე მოიცავს მოგზაურობას სასოფლო რეგიონებში მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციულ ღონისძიებებზე (მაგ.. ფესტივალებზე, რიტუალებზე) დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად. როცა თქვენ უყურებთ თუ როგორ ქსოვენ ხელოსნები ხალიჩას და უსმენთ მათ მონათხრობს ტრადიციული ჩაცმულობის შესახებ, თქვენ კულტურულ ტურიზმში მონაწილეობთ;
კულტურული ტურიზმი მიმღები ქვეყნისთვის საკმაოდ შემოსავლიანად ითვლება ცნობილია, რომ კულტურული მიზნით მოგზაური ტურისტები სხვებზე გაცილებით მეტს ხარჯავენ და ქვეყნისთვის მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. კულტურული ტურიზმი ქმნის სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს ინვესტიციისთვის, ამცირებს სასოფლო მიგრაციას, იცავს კულტურულ აზროვნებას და ზრდის სიამაყის შეგრძნებას მასპინძელ საზოგადოებაში.
კულტურულმა ტურიზმმა უკანასკნელ წლებში უპრეცენდენტო ზრდა განიცადა. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მნიშვნელოვნად აღემატება ტურიზმის სხვა სეგმენტებსა და მსოფლიოში არსებულ ზრდის ტემპს.
კულტურული ტურიზმის მიზნით მოგზაურობა შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს ტურისტებისთვის, რადგან დაკავშირებულია ბევრ სიარულთან და თვალიერებასთან, მაგრამ ამავდროულად თან ახლავს ადამიანის პიროვნული განვითარება.
ისტორიული ქალაქები და ძეგლები მთავარი ღირშესანიშნაობებია კულტურული ტურების დროს შემდეგ მოდის მუზეუმები, გამოფენები და ,,აუცილებლად სანახავი’’ კატეგორია.
კულტურული ტურიზმი იყოფა ორ კატეგორიად: მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ ტურიზმად. მატერიალური კულტურული ტურიზმი, თავის მხრივ კიდევ ორ, მოძრავ და უძრავ მიმართულებებს მოიცავს. უძრავ კულტურულ ობიექტებად მიიჩნევიან: ისტორიული ნაგებობები, ძეგლები, ბაღები და ა.შ. მოძრავში კი ერთიანდებიან: წიგნები, ნახატები და ხელოვნების ნიმუშები. იუნესკოს მიერ ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა’’ განმარტებულია, როგორც გამოცდილება, წარმოდგენები, გამოხატულებები, ცოდნა და შესაძლებლობები, აგრეთვე ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებებთან, ჯგუფებთან და ზოგიერთ შემთხვევაში, ინდივიდებთან.

 

ელ წიგნი - ტურიზმის ტიპები 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.