ბლოგი - მსოფლიო

მსოფლიოს საინტერესო ისტორიული და კულტურული ამბები

ფიჯი / Fiji

ფიჯი სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთით, ამავე სახელწოდების არქიპელაგზე. იგი მდებარეობს ვანუატუდან აღმოსავლეთით, ტონგიდან დასავლეთით და ტუვალუდან სამხრეთით. 1970 წლიდან ფიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაეროს წევრია.


დევიზი: გეშინოდეს ღმერთის და პატივი ეცი დედოფალს
ჰიმნი: ღმერთმა დალოცოს ფიჯი
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი - სუვა
პრეზიდენტი - ეპელი ნაილატიკაუ
ფართობი - 18 274 კმ2
2007 აღწერა 837 271
ვალუტა - ფიჯის დოლარი
ქვეყნის კოდი - FJI
Internet TLD - .fj
სატელეფონო კოდი - 679
ენები - ინგლისური და ფიჯური ენა ოფიციალურებია, ინდოელებს შორის გავრცელებულია ფიჯური ჰინდი — ჰინდი ენის დიალექტი.

რელიგიური შემადგენლობა: ქრისტიანი — 64,5 % (მეთოდისტები — 35 %, კათოლიკები — 9 %, ღმერთის ასამბლეის მიმდევრები — 6 %, მეშვიდე დღის ადვენტისტები — 4 %, სხვა ქრისტიანები — 11 %), ინდუსი — 27,9 %, მუსლიმი — 6,3 %, სიქჰები — 0,3 %, სხვა რელიგიის მიმდევრები და ათეისტები — 1 %.

ფიჯი განთქმულია თავისი კუნძულოვანი კურორტებით, ქვიშოვანი პლაჟებით და ოკეანური ხედებით, ასევე ფლობს სიგრძით მეორე მარჯნული რიფების ჯაჭვს, რომელიც ჩამოუვარდება მხოლოდ ავსტრალიის შტატ კუინზლენდის სანაპიროსთან მდებარე დიდ ბარიერულ რიფს. ამას გარდა, უნიკალური კუნძულების ეკოსისტემა ხშირი ტროპიკული ტყეებით და მთის მდინარეებით იზიდავს ეკოტურიზმით დაინტერესებულ მოგზაურებს (კუნძული ტავეუნი, აბაკას პარკი კუნძულ ვიტი-ლევუზე), კაიაკინგის და რაფტინგის (ნამოსის მთების მდინარეების ხეობებში კუნძულ ვიტი-ლევუზე). კუნძულებზე ასევე განვითარებულია კულტურული ტურიზმი (ფიჯელთა სოფლები მრგვალი ქოხებით, დღესასწაულები და ტრადიციული სამხედრო ცეკვები; კანიბალიზმის ობიექტები — ტავუნი-ჰილის ფორტი და ნაიჰეჰეს გამოქვაბული)

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2021 Geo Tourism. All Rights Reserved.