საქართველოში მოქმედი აეროპორტები და ვერტოდრომები

ამბროლაურის აეროპორტი

ტიპი: სამოქალაქო, ადგილობრივი.

IATA-ს კოდი: არ აქვს

ICAO-ს კოდი: UGAM

ტელ: 599 26 36 14

ელ.ფოატა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Facebook - https://www.facebook.com/ambrolauri.aero/ 

ადგილობრივი მნიშვნელობის  ამბროლაურის აეროპორტი მდებარეობს  ქალაქ ამბროლაურში, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრა, სიგანე — 30 მ-ს, ხოლო   ტერმინალის ფართობი — 600 მ².

ამჟამად აეროდრომს შეუძლია 30-50 მგზავრიანი თვითმფრინავების მომსახურება.  მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, იგეგმება ტერმინალის გაფართოებაც და უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა.

აეროპორტის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში დასრულდა, ხოლო ტერმინალის — 2017 წლის იანვარში.

ამბროლაურის მიმართულებით ფრენები სრულდება ვიზუალური ფრენის წესებით და დამოკიდებულია ფაქტობრივ ამინდზე.

ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით სრულდება რეისები და მგზავრობის ღირებულება შეადგენს ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

 

 

 

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2021 Geo Tourism. All Rights Reserved.