ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

გზამკვლევის შესახებ

მასწავლებლის გზამკვლევი თან ერთვის ბართენდერის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულს ,,ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება“. ამ მოდულის შესწავლის შემდეგ პროფესიული სტუდენტები შეძლებენ ბარში სამუშაო გარემოს მომზადებას (mise en place), სამუშაო ადგილის მომზადებას ბარის ტიპების მიხედვით, სამუშაო დღის დახურვასა და ბარში უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მასწავლებლის გზამკვლევი ,,ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება“ მოდულის განმახორციელებელ მასწავლებლებს სთავაზობს რჩევებსა და რეკომენდაციებს მოდულის სწავლებისათვის. გზამკვლევი ეფუძნება პროფესიული განათლების შესაბამის მეთოდოლოგიურ მიდგომებს და მასში რეკომენდებული სწავლების მეთოდები ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების როგორც პრაქტიკული, ასევე, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას.
გზამკვლევი ეფუძნება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესის განვითარებაში, მის შინაარსსა და შეფასებაში. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მასწავლებელსა და სტუდენტს ანიჭებს განსხვავებულ ფუნქციებს. ფოკუსი გადადის ,,სწავლებიდან“ ,,სწავლაზე“ და მასწავლებლის ცოდნიდან სტუდენტის გამოცდილებაზე.

გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის 
(წევრობის ფორმა - კვების ობიექტი)
 
ავტორიზაცია  |  გაწევრიანება

  

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.