ტურისტული ახალი ამბები

თბილისში “Hilton“ პირველი სასტუმრო იხსნება

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე N 64 ში, ამერიკული ბიზნესკლასის სასტუმრო Hilton Garden Inn, 2020 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება.
სასტურმო Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze 170 ნომრიანი, 8 საკონფერენციო დარბაზით, ულამაზესი ხედით და ქართული რესტორანი გამორჩეული იქნება, გარდა ამისა, არის სპეციალური კონცეფციური მაღაზია და სავარჯიშო დარბაზი 24/7“.
Hilton Garden Inn კომფორტულ გარემოს შესთავზებს ნებისმიერი მიზნით ჩამოსულ სტუმრებს, იქნება ეს ბიზნესი თუ ტურისტული ვიზიტი.
Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze კომპანია Redix-ის პროექტია. სასტუმროს ოპერირებას გაუწევს Hilton Worldwide, რომელიც მსოფლიოს 114 ქვეყანაში, სასტუმროებისა და კურორტების 17 ბრენდს მართავს. თავად Hilton Garden Inn კი, სტუმრებს, 800-ზე მეტ სასტუმროში, მსოფლიოს 40 ქვეყანაში მასპინძლობს.

 

 

 

©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.