ტურისტული ახალი ამბები

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები: 

  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;
  • მიაწოდოს ინფორმაცია პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურების შესახებ. თუ შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყავით მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
  • სტუმრებს ჩამოსვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოსტერების მიწოდება და განთავსება სასტუმროს თვალსაჩინო ადგილებში;
  • თუ სასტუმროს რომელიმე სტუმარს გამოუვლინდა აღნიშნული სიმპტომები უზრუნველყოს მისი იზოლირება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ კომპეტენტურ ორგანოებს.
  • განათავსეოს თვალსაჩინო ადგილას ხელის ჰიგიენის წესები;
  • დარწმუნდეს, რომ პერსონალსა და სტუმრებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან;
  • გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსეოს დახურულ კონტეინერებში და უზრუნველყოს მათი დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • რეგისტრატორის მაგიდასთან დამატებით, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე ტიპის დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი;
  • ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, შიდა და გარე დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული პროცედურების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში.

დასაქმებულთა ვალდებულებები
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე.
  • სადეზინფექციო საშუალებების გამოიყენებით დაასუფთავეთ სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;
  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ;
  • მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა);
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი და შემდეგ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი გადააგდეთ ურნაში;
  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების საპნით დაბანას და გაშრობას;
  • თავი აარიდეთ კონტაქტს იმ სტუმრებთან, რომლებიც შეუძლოდ გრძნობენ თავს და თუ ეს მოხდება უნდა მოითხოვონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.

გამოსაყენებელი კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ დაცვის თანამშრომელებთან და რეგისტრატორებთან, რეკომენდირებულია თითოეული
მათგანი აღიჭურვოს ქირურგიული ნიღბითა და ხელთათმანით, ასევე რეგისტრატორის მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი.

დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანები დალაგების დროს და ხელთათმანების გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ გამოიყენონ სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება. უსაფრთხოების დამატებითი ზომის სახით, დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა შეიძლება ატაროს სპეციალური ნიღაბი ოთახის დალაგების დროს. ოთახში შესვლამდე, დასუფთავების თანამშრომელმა უნდა ჰკითხოს სტუმარს, თუ როგორ გრძნობს თავს და სთხოვოს, მას გაიკეთოს ნიღაბი.

თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრები
თუ სტუმრებს ესაჭიროებათ თვითიზოლირება, მნიშვნელოვანია პერსონალმა მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები.
პერსონალისთვის რისკი იქნება დაბალი, თუ ისინი კარგად დაიბანენ ხელებს და იხელმძღვანელებს შესაბამისი რეკომენდაციებით.
პერსონალი უნდა მოერიდოს აღნიშნულ სტუმრებთან მჭიდრო კონტაქტს.
როდესაც სასტუმროს პერსონალს მოუწევს თვითიზოლაციაში მყოფ პირთან კონტაქტი (მაგ.: საკვების მიწოდება), მნიშვნელოვანია დაცული იქნეს სათანადო დისტანცია და გამოიყენოს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა. თუმცა მკაცრადაა რეკომენდირებული, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა სტუმრებმა საკვები მიიღონ ოთახის კართან.

 

წყარო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

 

დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით -  ტელ: 1505   116 001

 

დოკუმენტის სახით გადმოწერა -  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის

 

 

რეიტინგი: 4 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.