ტურისტული ახალი ამბები

ციხე-სოფელი მუცო "საზოგადოების რჩეულის", და ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მფლობელი გახდა

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

პარიზში ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს "საზოგადოების რჩეულის", მისი რეაბილიტაციის პროექტს კი ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა!

მუცოს ციხე-სოფელი ხევსურული ხუროთმოძღვრების შესანიშვი ნიმუშია, მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში ერთ მთლიან სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დარაჯი და დამცველი იყო. 

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუს“) ფინანსური თანადგომით 2014 წლიდან ხორციელდება.

მუცოს აღდგენა ძველი მეთოდებით განხორციელდა,  ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები და ა.შ. 

 

 

©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.