ტურისტული ახალი ამბები

ვერდის ფესტივალი

ვერდის ფესტივალი

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

16-25 აგვისტოს Check in Georgia - ს ფარგლებში საქართველოში დაგეგმილია „ვერდის ფესტივალი“. არსებობის საუკუნოვან ისტორიაში, ფესტივალი, რომლის ჩატარების ექსკლუზიური უფლება თბილისის ოპერის თეატრს მიენიჭა, პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს.

ფესტივალში, თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრსა და გუნდთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები - დირიჟორები, რეჟისორები, მომღერლები.
„ვერდის ფესტივალი“ გაიხსნება 16 აგვისტოს თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლით „ბალ-მასკარადი“, 23 აგვისტოს ფესტივალი გადაინაცვლებს Black Sea Arena - ზე, სადაც წარმოდგენილი იქნება Arena di Verona-ს სპექტაკლი „აიდა“, ხოლო 25 აგვისტოს ფესტივალი დაიხურება საზეიმო გალა - კონცერტით.
ფესტივალის პარტნიორია, ევროპის უდიდესი კერძო მედია კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ფესტივალს და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას გააშუქებს ევროპის მასშტაბით.
ბილეთები გაიყიდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის და Black Sea Arena - ს სალაროებში, ასევე ვებ-გვერდზე  tkt.ge

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.