ტურისტული ახალი ამბები

ინფორმაცია კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინირებული, მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს. ხდება ყველა აუცილებელი ზომის გატარება ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • იტალიასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება
  • მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული ყველა მგზავრისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესება (ან კორონავირუსზე შემოწმების PCR ცნობის წარდგენის ვალდებულება)
  • სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში შემოსული მგზავრების თერმო სქრინინგი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება
  • სწრაფი რეაგირება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის: მაღალი რისკისქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი) მიმოსვლის დროებითი შეჩერება
  • მგზავრების განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია
  • გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვების დამონტაჟება მაღალი რისკის ზონებიდან განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრებისთვის.
  • სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალურ ტრანსპორტში, მომსახურების ცენტრებში, საჯარო დაწესებულებეში და სხვა
  •  ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში სისტემატური სადეზინფექციოსამუშაოების ჩატარება
  • დეტალური რეკომენდაციების შემუშავება ტურიზმისინდუსტრიისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით
  •  კოორდინირებული მუშაობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან
  •  დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდება საქართველოში მგზავრობის მსურველი პირებისთვის
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმება/დროებით გადადება.
  • საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
  • მაღალი რისკის ზონების ქვეყნებიდან სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რეგულაციები.
  • ჯანდაცვის სამინისტროს 24/7 რეჟიმში მომუშავე ცხელი ხაზი (15 05 და 116 001)
  • ვებ გვერდის შექმნა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიების,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გასაზიარებლად (www.stopcov.ge).

აღნიშნული შედეგების ეფექტიანობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაღალი შეფასება მისცა ქართული მხარის ძალისხმევას ქვეყანაში კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მისი შემდგომი გავრცელები პრევენციის მიმართულებით. ასევე, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, დადებითი ტენდენციააღინიშნება საერთაშორისო ტურიზმის ზრდის კუთხით. 2020 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით საქართველოში 1,099,610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა (ზრდა 10,2%). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი - 621,161 შეადგინა, რაც 67,517-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა 4%). აქედან თებერვალში საქართველოში 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა (კლება 0.7%), ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი - 257,547 შეადგინა (ზრდა 4%). 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 9 შემთხვევაა. ამასთან, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო მონიშნულია ყვითელი ფერით, რაც გულისხმობს ვირუსის მინიმალურ გავრცელებას.

 

რეიტინგი: 2 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.