ტურისტული ახალი ამბები

საქართველოს და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმდა

საქართველომ და ფიჯიმ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა. დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ფიჯის მხრიდან კი ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.

ორივე  სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკრველი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 ( ოთხმოცდაათი) დღის ვადით ნებისმიერ 180 ( ასოთხმოც) დღიან პერიოდში.

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმის მოსალოდნელი ამოქმედების შესახებ პირველი არხი გასული წლის სექტემბერში წერდა.

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.