ტურისტული ახალი ამბები

სოფელ ველისციხეში ახალი ტურისტული კომპლექსი ,,ველისციხური“ ამოქმედდა

სოფელ ველისციხეს კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატა. მე-19 საუკუნის მარანი ,,ველისციხური“ რომელიც  აერთიანებს უძველეს ქვევრებს და ღია ვერანდას.  

მარანში მისულ სტუმარს საშუალება აქვს კახური ღვინო და ტრადიციული კერძები დააგემოვნოს.  მარანში განთავსებულია ქვევრები, რომელიც 40 ტონა ყურძენს იტევს.  ადგილზე მოწყობილია ასევე ღია სივრცე, ტურისტების მისაღებად, სადაც განთავსებულია ბუხარი, ზაოდი და თონე.

ასევე კომპლექსი  მოსულ ტურისტებს შეუძლიათ ნახონ უძველესი მარანი,  გვირაბი, რომელიც მე-15 საუკუნეს მიეკუთვნება. ტურისტებს სთავაზობენ როგორც ქართულ ტრადიციულ სუფრას, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ღვინოების და არყის დაგემოვნებას, ჩურჩხლის ამოვლების, თონის პურის გამოცხობის და ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკალსებს.’’

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.