ტურისტული ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა. 

დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ABTA) საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა.  დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაცია უკვე  65 წლია რაც დაარსდა. ასოციაციაში 4300-ზე მეტი ტურისტული ბრენდია გაწევრიანებული. წლიური ბრუნვა კი 39 მილიარდი ფუნტია. კომპანიები როგორც დასვენებაზე, ასევე ბიზნეს ტურისტულ სერვისზეა არიან ორიენტირებულები.

საქართველოსთან ერთად დასახეებულია კიდევ 11 ტურისტული ადგილი, მათ შორის ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, მადრიდი, ვენა და სხვა ქვეყნები, ქალაქები. 

ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნების, რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს.

„საქართველო გამაოგნებლად სასიამოვნო მიმართულებაა. გაერთიანებული სამეფოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი სრულდება. საქართველოს დედაქალაქი გართობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თბილისში მზარდია  კლუბების რაოდენობა. აქ ნახავთ უამრავ ბარს და რესტორანს, სადაც მაღალი ხარისხის  ქართული ღვინო აქვთ.

საქართველოს რეგიონები სიმწვანით, ხელუხლებელი ბუნებით გამოირჩევა. ქვეყნის 70% ტყით არის დაფარული. საქართველოში  UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილებია, მათ შორისაა: ჯვარი და სვეტიცხოველი.

საქართველოში რაც ყველაზე გამოსარჩევია ეს არის ძალიან მეგობრული, ტურისტები სმიმართ კეთილგანწყობილი ხალხი. საქართველო სტუმართმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანა.“-  წერია ანგარშში.

" ეს აღიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  მეტი ბრიტანელი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მხარჯველუნარიანობით.“ აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.