ტურისტული ახალი ამბები

ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ასფალტი დაიგო

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ასფალტი დაიგო.
პროექტის ფარგლებში, წელს განსაზღვრული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 3,6 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, საავტომობილო გზის გასწვრივ მოეწყო რკინა–ბეტონის კიუვეტები, განხორციელდა საყრდენი კედლების მშენებლობა და დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. პროექტი, როგორც პარკინგის, ასევე ,,გადასახედის“ მოწყობასაც ითვალისწინებს და სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება.
პროექტის ღირებულებამ, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად 2 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2021 Geo Tourism. All Rights Reserved.