ტურისტული ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "ბაროკო ფესტივალს“ გამართავს

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი 2019 წლის 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით რიგით მეხუთე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და საინტერესო ლექცია-შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში და ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში.

ტრადიციულად ფესტივალს სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდ ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე(ჩელო,უნგრეთი), ჟოსეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი „Fuoco E Cenere“ (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვა.

ფესტივალს 5 წელი უსრულდება და წელს კიდევ არაერთ სიახლეს პირდება მსმენელს. ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტი „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“, რომელმაც გაიმარჯვა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერა დაიმსახურა. ქართველი და უცხოელი ხელოვანების კოლაბორაციით შეიქმნება თანამედროვე ხელოვნების უნიკალური ნიმუში და ახალი სიტყვა იქნება ქართულ თანამედროვე კულტურაში. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდება „ძველებური ცეკვების“ აუდიო ჩაწერა, რაც ძალიან კარგი იქნება როგორც ქართული კულტურის ისტორიისთვის, ასევე მომავალი თაობისთვის.

ზემოაღნიშნულიდან ნათელია თუ რამდენად ინოვაციური და მასშტაბური იქნება „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“, ფესტივალმა უკვე სახელი გაითქვა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ამას უცხოელი აუდიტორიის დიდი გამოხმაურებაც მოწმობს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მასპინძელი თეატრების სალაროებში და www.biletebi.ge -ზე;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ორგანიზატორებს მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე: ტელ: +995 32 2121011; E-mail ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. www.sinfonietta.ge; http://tbf.ge/

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.