ტურისტული ახალი ამბები

ფესტივალი „ჭაჭა“

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით მ/წლის 2 ნოემბერს თელავში ტარდება ფესტივალი „ჭაჭა“.  ფესტივალი მოიცავს მცირე თეატრალიზებულ წარმოდგენებს, რომლებიც გააცოცხლებენ კახეთის ეთნოგრაფიას, ტრადიციას; კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხები აჩვენებენ ჭაჭის გამოხდის პროცესს; ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის დიდი და პატარა მწარმოებლები. აღნიშნული ფესტივალი ფორმატით განსხვავდება ქართული ალკოჰოლური სასმელების არსებული ფესტივალებისაგან; ის ტარდება, როგორც ცალკე ღონისძიება და ეძღვნება მხოლოდ ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არაყის „ჭაჭა“, როგორც რეგისტრირებული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაციას.

ფესტივალის „ჭაჭა“ მსვლელობისას, კონკურსში გამარჯვებული გლეხები და ჭაჭის მწარმოებლები დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით. ფესტივალის დასასრულს გაიმართება საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, მაკა ზამბახიძე და ახალგაზრდული ჯგუფი „ნონ-სტოპი“.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, „საქპატენტი,“ ღვინის ეროვნული სააგენტო და „აწარმოე საქართველოში“.

მიითებულ ბმულზე იხილეთ Facebook ღონისძიება: https://www.facebook.com/events/1119315151597372/

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.