ტურისტული ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა სავალდებულო კარანტინის მოთხოვნის გარეშე მოხდება

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე მოხდება, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, და ეს  საკმარისი იქნება. როგორც მინისტრი აცხადებს მთავრობის გადაწყვეტილი აქვს ეს საკითხი  და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან  შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ეს საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი, ვიზიტები საქართველოში.

იმ შემთხვევაში თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა, დრო, რომ მოიპოვოს PCR ტესტი, ამ შემთხვევაში მთავრობა, კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით. 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.