ტურისტული ახალი ამბები

საქართველო 2022 წელს ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა.
TB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხდებთ ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გვაძლევს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე
ასევე აღსანიშნავია რომ, სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე არის მოლოდინი, რომ ტურიზმის კუთხით სტატისტიკურად 130 %-ით გაიზრდება ტურისტთა რაოდენობა, მას შემდეგ რაც საქართველო წერსდება როგორც მასპინძელი ქვეყანის სტატუსით.
ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15-მა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.
2020 წლის 4-8 მარტს ITB Berlin-ის გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 

 

 

 

©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.