ტურისტული ახალი ამბები

ხაჭაპურის ფესტივალი სამეგრელოში

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

2019 წლის 19 ოქტომბერს, რუხში გაიმართება ხაჭაპურის ფესტივალი რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO), USAID პროექტი “ზრდას”, რეგიონული ხელისუფლების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და რუხის სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით იმართება. 
ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერას, ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას და ტურიზმში ჩართული მხარეების/ადგილობრივი მეწარმეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ღონისძიების მიზანია ასევე საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის – ხაჭაპურის – პოპულარიზაცია.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ საქართველოს გასტრონომიულ ასოციაციასთან ერთად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა და სხვა კერძები, ხელნაკეთი ნივთები), ბავშვების კუთხე მათზე მორგებული გასართობი პროგრამით“.

https://www.facebook.com/events/522099688523492/ 

 

"ჯეო ტურიზმი"

ტურისტული ორგანიზაცია "ჯეო ტურიზმი" დაფუძნდა 2018 წელს. მისი მთავარი მიზანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების პრაქტიკული დახმარება, ...   სრულად ნახვა

მოგვწერეთ
ჯეო ტურიზმი / Geo Tourism
Closed group · 36 members
Join Group
ჯგუფი რომელიც შექმნილია ტურისტული ორგანიზაცია ჯეო ტურიზმის მიერ და რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლების გაცნობა, მომს...
©2019 Geo Tourism. All Rights Reserved.