ტურისტული ახალი ამბები

ჩარტერული ფრენები კორეას და საქართველს შორის დაინიშნა

საქართველოს და კორეის რესპუბლიკასა შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაციის სააგენტო ავრცეებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-ის განაცხადი დააკმაყოფილა სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე.
კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.
Korean Air კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც SkyTeam-ის ალიანსის წევრია და 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს. Korean Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან ავიაკომპანიამ სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განახორციელა.

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.