ტურისტული ახალი ამბები

სოფელ ხაშმში ახალი მეღვინეობა „მტევინო“ იხსნება

1 აპრილს იხსნება მეღვინეობა „მტევინო“, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში.
„მტევინო“ აერთიანებს რამდენიმე ობიექტსა და სივრცეს:
1. ღვინის მარანი (საწარმო), რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ღვინის დანადგარებით და ყოველწლიურად აწარმოებს 650 ათას ბოთლ ღვინოს.
2. სასტუმრო -  სადაც განთავსებულია 5 ოთახი, სტანდარტული 1 ადგილიანი, სტანდარტული 2 ადგილიანი და სტანდარტული 3 ადგილიანი, ჯამში შესაძლებელია 15 სტუმრის მიღება. ნომრის ღირებულებაში შედის დილის საუზმე.
3. შეხვედრების ოთახი გათვლილია 20-22 ადამიანზე, აღჭურვილია საჭირო ნივთებით ბიზნეს შეხვედრებისა თუ სხვა სახის ღონისძიებებისათვის.
4. ღვინის დეგუსტაციისა და კულინარიული მასტერკლასების სივრცე, სადაც შესაძლებელია მრავალფეროვანი ღვინის დეგუსტაცია, ასევე სხვადასხვა ქართული კერძების მასტერკლასი და ადგილზე დაგემოვნება.
5. ღვინის ვერანდა არის სივრცე, სადაც სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მიირთვან „მტევინო“-ს ღვინოები და ქართულ/ევროპული დაფები. ასევე 100-120 პერსონაზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის დღესასწაულის ორგანიზება.
6. ღვინისა და სუვენირების მაღაზია, სადაც გაიყიდება ადგილობრივი ღვინოები და ბრენდირებული სუვენირები.

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.