ტურისტული ახალი ამბები

რეკომენდაციები იტალიის მიმართულებით მოგზაურობასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით, აწარმოებს ინტენსიურ მონიტორინგს კორონავირუსის (COVID-19) დაფარვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოგზაურობის გაუქმების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ფინანსური ზარალის ანაზღაურების რეგულაციები.

მ.წ. 1 მარტს მორიგი შეხვედრა გაიმართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რომლის დროსაც იტალიურმა მხარემ წარმოადგინა შემდეგი  მონაცემები:
ინფიცირებულების რაოდენობამ ბოლო მონაცემით შეადგინა 1049 პირი, 52 % იზოლირებულია სახლის პირობებში და არ აქვთ სიმპტომები ან ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვთ.
552 პირი არის ლომბარდიაში, ანუ მთელი რაოდენობის 52%,   217 პირი არის ემილია-რომანიაში, მთელი რაოდენობის 20% (ორი ახალი გარდაცვლილი ამ რეგიონიდანაა 83 წლის და 81 წლის პირები);
89 პირი არის ვენეტოში, მთელი რაოდენობის - 18%;
29 თებერვალს პირველი შემთხვევები დაფიქსირდა კალაბრიაში და ფრიული ვენეცია ჯულიაში.
ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 29 ადამიანი.
კორონავირუსის შემთხვევები დაფიქრსირებულია იტალიის შემდეგ რეგიონებშიც - ლაციო, აბრუცო, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული ვენეცია ჯულია, ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია და ბაზილიკატა. მოპოვებული ინფორმაციით ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის მაღალი რისკის რეგიონებში გადადებულია სასწავლო პროცესი, დაკეტილია მუზეუმები და თავშეყრის სხვა ადგილები, გაუქმებულია სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

2020 წლის 29 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მითითება მისცა შესაბამის სამსახურებს მ.წ. 1 მარტიდან შეჩერდეს ყველა პირდაპირი ფრენა თურქეთს და იტალიას შორის. American Airlines-მა, სიფრთხილის დონის მეოთხე საფეხურამდე აწევის გამო, შეწყვიტა ფრენები მილანის მიმართულებით. ცალკეულმა ქვეყნებმა და ავიაკომპანიებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავია მიმოსვლის ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც საგრძნობლად შეაფერხებს ვიზიტორების გადაადგილებას იტალიის მიმართულებით და უკან.

ამდენად, საქართველოს ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომხმარებლისა და ტურისტული ინდუსტრიის ინტერესებიდან გამომდინარე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მკაფიო რეკომენდაციას იძლევა, ტურისტულმა კომპანიებმა ამ ეტაპზე თავი შეიკავონ  საქართველოს მოქალაქეებისთვის იტალიის მიმართულებით არსებული შეთავაზებების (ტურისტული პაკეტი) რეალიზაციისგან. ამასთან,  საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდება, მათივე უსაფრთხოებისა და ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობისგან (თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას).

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.