ტურისტული ახალი ამბები

სავარაუდოდ „ვიზეარი“ გაზაფხულზე საქართველოში ბაზას აღადგენს

სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა ნათია თურნავამ  განცხადა.   

„ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად „ვიზეარს“, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი და 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოვეთ მისი ფრენები. „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია ავიაკომპანიებს თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება“, - განაცხადა თურნავამ.

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.