ტურისტული ახალი ამბები

ტფილისური ეზო

ტურისტული კომპანიის შ.პ.ს დენ ტური ორგანიზებით თბილისის ძველ უბანში, ერთ-ერთ თბილისურ ეზოში, ღია ცის ქვეშ მაისიდან - ნოემბრის ჩათვლით გაიმართება მიუზიკლი „ტფილისური ეზო“.
მიუზიკლი მოგვითხრობს XIX საუკუნის ტფილისური მრავალ ეთნიკური ეზოს ისტორიას, მათი მაცხოვრებლების ტრადიციებს და თავგადასავლებს.
მიუზიკლში შესრულებული იქნება: გოგი ცაბაძის, ვაჟა აზარაშვილის, გოგა ბერიძის მუსიკალური თემები და სიმღერები, ასევე სხვა კოლორიტული ქართული მელოდიები. სპექტაკლი იქნება ქართულ-რუსულ ენაზე და გათვლილია სხვადასხვა ენოვან ტურისტზეც.
დადგმა განხორციელდა ნოდარ დუმბაზის მოზადმაყურებელთა თეატრის მხარდაჭერით და ქართულ-პოლონური ორგანიზაციის არტ-პოლონია ჯორჯიას მხარდაჭერით.
წარმოდგენაში მონაწილეობს 12 პროფესიონალი მსახიობიდა მოცეკვავე.
ხანგრძლივობა 1 საათი. დასაწყისი 18.00 საათზე პარასკევი,შაბათი, კვირა. დამატებითი ჯავშნის შემთხვევაშიდაინიშნება სხვა დღეებშიც. ბილეთის ფასი 30 ლარი.ტევადობა 80 დასაჯდომი ადგილი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამღებროს ქუჩის 13 ნომერში სპექტაკლის დღეებში 16.00 საათიდან.

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.