ტურისტული ახალი ამბები

თბილისში ციფრული ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

თბილისში მ/წლის 7 ოქტომბერს თბილისი მოლის ტერიტორიაზე გაიხსნა ციფრული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მოიცავ 500 კვ.მ სივრცეს. ეს არის ადგილი, სადაც ვიზუალური ეფექტები გასაოცარ სივრცეს ქმნიან. ციფრული მუზეუმის შემქმნელები აუდიტორიას სთავაზობენ სინამდვილეს დაშორდნენ და შევიდნენ უსაზღვრო სამყაროში.
მუზეუმი შედგება 3 განსხვავებული სივრცისგან:
ქართული ოთახი - სადაც ამჟამად წარმოდგენილია ვაჟა ფშაველას ნაწარმოები „ხმელი წიფელი“, რომლისთვისაც მუსიკა და გრაფიკა სპეციალურად შეიქმნა, ციფრული შრიფტი კი ვაჟა ფშაველას ხელნაწერიდან იქნა აღებული. ტექსტს კითხულობს მსახიობი მურმან ჯინორია. სივრცე მთლიანად სიურეალიზმით არის გაჯერებული, რაც დამთვალიერებელს ნაწარმოების ნაწილად აქცევს.
ჩირაღდნების ოთახი - სადაც მთლიანი სივრცე უსაზღვრო ჩირაღდნების სამყაროში აღმოაჩენს დამთვალიერებელს.
ვიდეო პროექციებით და სარკეებით გაფორმებული მთავარი დარბაზი - რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის საზღვარი არ არსებობს.

დაემატა ჯეო ტურიზმის მონაცემთა ბაზას "საქართველოს მუზეუმები"

©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.