ტურისტული ახალი ამბები

საქართველოში ვაქცინა მარტი-აპრილში შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე განცხადებით,  საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა მარტი-აპრილში შემოვა.  ვაქცინის ღირებულების წინასწარი შენატანი - 4 მილიონი აშშ დოლარი სახელმწიფოს უკვე გადახდილი აქვს.

"ჩვენ უკვე წინასწარი შენატანი - 4 მილიონი დოლარი გადარიცხული გვაქს. სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი 700 000 ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 20%-ის აცრა ორჯერადად, მილიონ 400 000 დოზით. ანუ ვყიდულობთ მილიონ 400 000 დოზას ამ კოვაქს პლატფორმით" ამბობს გამყრელიძე, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვაქს პლატფორმა, რომელთანაც სახელმწიფოს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რამდენიმე სახეობის ვაქცინას შეიძენს და ამის შემდეგ, საქართველოს საშუალება ექნება აირჩიოს სასურველი ვაქცინა.

 

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2021 Geo Tourism. All Rights Reserved.