ტურისტული ახალი ამბები

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტორთა დაშვებას დროებით იზღუდაბა

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს.
დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს. მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ დაქვედებარებაში მყოფ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებელთა მიღება სამედიცინო უსაფრთხოების დადგენილი წესების გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. სამუზეუმო სივრცეების გახსნის შესახებ განცხადებას სააგენტო წინასწარ გაასაჯაროებს. 

 

საგენტოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მუზეუმები და მუზეუმ ნაკრძალებია:

  • დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი არმაზციხე (ბაგინეთი)
  • ვარძიისა და ხერთვისის ციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
  • უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
  • ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
  • გრემის მუზეუმი
  • სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი
  • ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი
  • დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
  • პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
  • სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
  • ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
  • უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალი
  • მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი
  • ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (გეგუთის ციხე-დარბაზი)

 

წყარო:კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო  -  https://www.facebook.com/georgianheritage/ 

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2021 Geo Tourism. All Rights Reserved.